დაზუსტებული მონაცემებით მიწისძვრის სიმძლავრემ 4,9 მაგნიტუდა შეადგინა

დაზუსტებული მონაცემებით მიწისძვრის სიმძლავრემ 4,9 მაგნიტუდა შეადგინა

საქართველოში მომხდარ მიწისძვრასთან დაკავშირებით მონაცემები განახლდა. დაზუსტებული მონაცემებით, მიწისძვრის სიმძლავრემ 4,9 მაგნიტუდა შეადგინა.

ამასთან, მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ დედოფლისწყაროდან 3 კმ-ის დაშორებით, სოფელ ლენინოვკასთან ახლოს იყო.

ბიძგები თბილისის დროით 12:08 საათზე დაფიქსირდა. ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.