ანალიტიკოსი გია აბაშიძე სალომე ზურაბიშვილის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილ სარჩელს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.
როგორც ანალიტიკოსი წერს, ნებისმიერ ნაბიჯზე დაფიქრებაა საჭირო თუ რა შედეგები მოჰყვება. ამას ვერ აცნობიერებს სალომე ზურაბიშვილი, საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანა გამჭვირვალობის შესახებ კანონზე და თავად აღიარა ამ სასამართლოს გადაწყვეტილება მის არაკონსტიტუციურობაზე.
მისივე თქმით, ტყუილად დებენ პოლიტიკურ ფსონებს გარე აქტორები იმ სუბიექტზე, რომელსაც არა თუ ელემენტარული პოლიტიკური ნაბიჯების გათვლა, არამედ რაციონალურობასთან ბმა დაკარგული აქვს.
„ნებისმიერ ნაბიჯზე დაფიქრებაა საჭირო თუ რა შედეგები მოჰყვება. ამას ვერ აცნობიერებს სალომე ზურაბიშვილი, საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანა გამჭვირვალობის შესახებ კანონზე და თავად აღიარა ამ სასამართლოს გადაწყვეტილება მის არაკონსტიტუციურობაზე.
რატომ? იმიტომ!
ამგვარად ნაცოპოზიციის ბოლო რანგის პოლიტიკოსიც კი არ იმოქმედებდა.
რა ტყუილად დებენ პოლიტიკურ ფსონებს გარე აქტორები იმ სუბიექტზე, რომელსაც არა თუ ელემენტარული პოლიტიკური ნაბიჯების გათვლა, არამედ რაციონალურობასთან ბმა დაკარგული აქვს.“-წერს გია აბაშიძე.