ირაკლი კობახიძე: სიის წარდგენამდე დარჩენილია ორი თვე და ტრადიციულად, ბოლო დღეს შეაქვთ ხოლმე პოლიტიკურ პარტიებს სიები ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში

ირაკლი კობახიძე: სიის წარდგენამდე დარჩენილია ორი თვე და ტრადიციულად, ბოლო დღეს შეაქვთ ხოლმე პოლიტიკურ პარტიებს სიები ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში

სიის წარდგენამდე დარჩენილია ორი თვე და ტრადიციულად, ბოლო დღეს შეაქვთ ხოლმე პოლიტიკურ პარტიებს სიები ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში - ჩვენც ასე ვიმოქმედებთ -  სია შევა იურიდიულად გათვალისწინებულ ბოლო დღეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ხაშურში განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, აგვისტოს დასაწყისიდან რეგიონებში იქნება შეხვედრები მოსახლეობასთან.

„სამი თვე არის დარჩენილი არჩევნებამდე. რაც შეეხება სიის წარდგენას, სიის წარდგენამდე დარჩენილია ორი თვე და ტრადიციულად, ბოლო დღეს შეაქვთ ხოლმე პოლიტიკურ პარტიებს სიები ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში. ჩვენც ასე ვიმოქმედებთ. სია შევა იურიდიულად გათვალისწინებულ ბოლო დღეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, თუმცა, მანამდე სიის გარკვეული ნაწილი ალბათ საზოგადოებისთვის გახდება ცნობილი. რაც შეეხება რეგიონებში გასვლას, ჩვენ ალბათ აგვისტოს დასაწყისიდან გავალთ რეგიონებში, გვექნება შეხვედრები მოსახლეობასთან. სხვადასხვა ფორმატში გაიმართება ეს შეხვედრები. წინასაარჩევნო პერიოდი გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ კიდევ უფრო მჭიდრო, უშუალო კომუნიკაცია ჰქონდეთ ჩვენს წარმომადგენლებს მოსახლეობასთან და ამ შესაძლებლობას მაქსიმალურად გამოვიყენებთ. რაც შეეხება დაპირებებს, დაპირებები იქნება ასახული ჩვენს საარჩევნო პროგრამაში. ეს დაპირებები მოიცავს ქვეყნის განვითარების აბსოლუტურად ყველა სფეროს. ეს არის ეკონომიკა, სოციალური საკითხები, საგარეო პოლიტიკური საკითხები, განათლება, კულტურა, სპორტი. ყველა მიმართულებით გვექნება დაპირებები, მაგრამ ჩვენი მთავარი დაპირება არის ის, რაც არის გამოხატული ჩვენს საარჩევნო სლოგანში - ღირსებით გავაგრძელებთ ჩვენი პოლიტიკის წარმოებას. ჩვენ შევუნარჩუნებთ ამ ქვეყანას მშვიდობას, მიუხედავად სერიოზული წნეხისა და ზეწოლისა, რომელიც გაგრძელდება გარკვეული პერიოდის განმავლობაში და ჩვენ აუცილებლად უზრუნველვყოფთ ჩვენი მოქალაქეებისთვის კეთილდღეობას  - კეთილდღეობის ხარისხი ამ ქვეყანაში მუდმივად გაიზრდება და ამას უზრუნველყოფს ის ეკონომიკური პოლიტიკა, რომელსაც აწარმოებს ჩვენი ხელისუფლება.

რაც შეეხება სიის შედგენას, სიას ადგენს პარტიის პოლიტიკური საბჭო, როგორც ეს არის გათვალისწინებული პარტიის წესდებით. როგორ შედგება ეს სია, ვინ რა ნომერზე იქნება წარდგენილი, ამას გადაწყვეტს პოლიტსაბჭო. ვიდრე არ მიიღებს პოლიტსაბჭო გადაწყვეტილებას, ჩვენ ვერანაირ კომენტარს ვერ გავაკეთებთ", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.