ტრამპი, ვენსი და ორბანი ერთი ჯგუფია - უკვე სერიოზული გაერთიანებაა. ეს ადამიანები თავიანთ ქვეყნებზე ზრუნავენ, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა, რამაზ საყვარელიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
მან აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატის, დონალდ ტრამპის 3-საათიანი სიტყვა გაიხსენა, სადაც მან უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანზეც ისაუბრა.
„ტრამპმა თავის სიტყვაში ხაზი გაუსვა ორბანის ფიგურას. ანალიტიკოსებიც აცხადებენ, რომ ეს ერთი ჯგუფია, ერთი ბრიგადაა - ტრამპი, ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატი ჯეიმს დევიდ ვენსი და ორბანი. უკვე სერიოზული გაერთიანებაა. ორბანზე იყო საუბარი, რომ რუსეთზეა ორიენტირებული. არავისზეა ორიენტირებული - რუსი ანალიტიკოსები ამბობენ. ის უნგრეთზეა ორინეტირებული. ანუ, შეიკრიბნენ ადამიანები, რომლებიც თავი-თავიანთ ქვეყანაზე ზრუნავენ. ტრამპის სიტყვაც ამერიკაზე ზრუნვა იყო, მის ეკონომიკაზე, კაპიტალზეც. ორბანიც ასეთია. ის თავის უნგრეთზე ზრუნავს“, - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.