აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, კამალა ჰარისმა განაცხადა, რომ ჯო ბაიდენის მხარდაჭერის მიღება მისთვის დიდი პატივია.
აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი საპრეზიდენტო რბოლას გამოეთიშა. გავრცელებულ განცხადებაში ბაიდენმა აღნიშნა, რომ ეს ნაბიჯი პარტიისა და ქვეყნის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით გადადგა. ბაიდენმა მხარი დაუჭირა კამალა ჰარისის „დემოკრატიული“ პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატად წარდგენას.
„ჩემი მიზანია მოვიპოვო პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატურა. ყველაფერს გავაკეთებ, რომ გავაერთიანო „დემოკრატიული“ პარტია, გავაერთიანო ჩვენი ერი დონალდ ტრამპის დასამარცხებლად. არჩევნებამდე 107 დღე დაგვრჩა. ჩვენ ერთად ვიბრძოლებთ. ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ“, - აღნიშნა კამალა ჰარისმა.