კლინტონებმა მხარი დაუჭირეს კამალა ჰარისის „დემოკრატიული“ პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატად წარდგენას

კლინტონებმა მხარი დაუჭირეს კამალა ჰარისის „დემოკრატიული“ პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატად წარდგენას

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, ბილ კლინტონმა და ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა, ჰილარი კლინტონმა მხარი დაუჭირეს კამალა ჰარისის „დემოკრატიული“ პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატად წარდგენას.

„ჩვენთვის პატივია, შევუერთდეთ პრეზიდენტს ვიცე-პრეზიდენტ ჰარისის მხარდაჭერაში და ყველაფერს გავაკეთებთ მის მხარდასაჭერად“, - ნათქვამია კლინტონების განცხადებაში.

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი საპრეზიდენტო რბოლას გამოეთიშა. გავრცელებულ განცხადებაში, ჯო ბაიდენმა აღნიშნა, რომ ეს ნაბიჯი პარტიისა და ქვეყნის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით გადადგა. ბაიდენმა მხარი დაუჭირა კამალა ჰარისის „დემოკრატიული“ პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატად წარდგენას.