ამერიკის წამყვანმა ექსპერტებმაც არ იციან - არავინ ამბობს, რომ თუ ბაიდენი გადადგება, კამალა ჰარისი პრეზიდენტი იქნება, - ამის შესახებ „მართვის სტრატეგიული ინსტიტუტის“ ხელმძღვანელმა, პეტრე მამრაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
მან ჯო ბაიდენის შესაძლო გადადგომის თემაზე ისაუბრა. იგი კამალა ჰარისის „დემოკრატიული“ პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატად წარდგენის საკითხსაც გამოეხმაურა.
„იცით, დღევანდელი კონიუნქტურა. ერთ დღეში ამბობენ იმას, რასაც გუშინ კატეგორიულად უარყოფდნენ და ეს მსოფლიოში მიღებულია.
აი, ექიმებმა თქვეს, კოვიდით ავად იყო. რაღაცას ტოვებს ეს კოვიდი და თავად იტყვის, რომ იგრძნო საოცარი სისუსტე და არ შეუძლია ეს ტვირთი ატაროს. ასე, რომ გზები არსებობს.
ვნახოთ, რა იქნება. მე არ ვამბობ, რომ (ბაიდენი) გადადგება. ეს ამერიკის წამყვანმა ექსპერტებმაც არ იციან. არავინ ამბობს, რომ ამას თუ იზამს, კამალა ჰარისი პრეზიდენტი იქნება“, - განაცხადა მამრაძემ.
„ამ მცირე პერიოდში ჩემზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება გიორგი ქოჩორაშვილმა დატოვა.