გიორგი გველესიანი: დავინახე, ვილი სანიოლი სკუტერით მიდიოდა. მაშინვე გადმოვხტი მანქანიდან, მეორე სკუტერს მოვაჯექი და ვცდილობდი, დავწეოდი

გიორგი გველესიანი: დავინახე, ვილი სანიოლი სკუტერით მიდიოდა. მაშინვე გადმოვხტი მანქანიდან, მეორე სკუტერს მოვაჯექი და ვცდილობდი, დავწეოდი

დავინახე, ვილი სკუტერით მიდიოდა. მაშინვე გადმოვხტი მანქანიდან, მეორე სკუტერს მოვაჯექი და ვცდილობდი, დავწეოდი, - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა, გიორგი გველესიანმა გადაცემაში „ნოესთან“ განაცხადა.

მისივე თქმით, მას სურდა გაეგო, იცნობდა, თუ არა მას საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მწვრთნელი ვილი სანიოლი.

„საქართველოში რომ ჩამოვედი, ერთ დღეს დავინახე, ვილი სკუტერით მიდიოდა. მაშინვე გადმოვხტი მანქანიდან, მეორე სკუტერს მოვაჯექი და ვცდილობდი, დავწეოდი. უბრალოდ, გავცდებოდი და მინდოდა, მეკითხა - „ვილი, გამარჯობა. თუ მიცნობთ მე?“. სამწუხაროდ, ვერ დავეწიე.

ვილისთვის მიმიწერია კიდეც, მაგრამ მერე მივხვდი, რომ შეცდომა დავუშვი და მერე წავშალე. გავიფიქრე - „არ გინდა“, შევცდი-თქო და მინაწერი წავშალე“, - განაცხადა გველესიანმა.