ტრამპი: თაღლითი ჯო ბაიდენი არ იყო შესაფერისი საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობისთვის და, რა თქმა უნდა, არ იყო შესაფერისი პრეზიდენტის თანამდებობისთვის

ტრამპი: თაღლითი ჯო ბაიდენი არ იყო შესაფერისი საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობისთვის და, რა თქმა უნდა, არ იყო შესაფერისი პრეზიდენტის თანამდებობისთვის

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი და „რესპუბლიკური“ პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი, დონალდ ტრამპი საარჩევნო რბოლიდან გასვლის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

„თაღლითი ჯო ბაიდენი არ იყო შესაფერისი საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობისთვის და, რა თქმა უნდა, არ იყო შესაფერისი პრეზიდენტის თანამდებობისთვის. და არც არასდროს ყოფილა [შესაფერისი]. მან პრეზიდენტის თანამდებობა მხოლოდ სიცრუითა და „ფეიკ ნიუსებით“ მიიღო. მის გარშემო მყოფმა ყველა ადამიანმა, მათ შორის მისმა ექიმმა და მედიამ, იცოდა, რომ მას არ შეეძლო პრეზიდენტი ყოფილიყო. ახლა კი ნახეთ, რა გაუკეთა მან ჩვენს ქვეყანას, როდესაც მილიონობით ადამიანი შემოდის ჩვენს საზღვარზე, სრულიად შეუმოწმებლად. ჩვენ ძალიან დავზარალდებით მისი პრეზიდენტობის გამო, მაგრამ ძალიან სწრაფად გამოვასწორებთ მის მიერ მიყენებულ ზიანს“, - აღნიშნა დონალდ ტრამპმა.