ჯო ბაიდენმა მხარი დაუჭირა კამალა ჰარისის „დემოკრატიული“ პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატად წარდგენას

ჯო ბაიდენმა მხარი დაუჭირა კამალა ჰარისის „დემოკრატიული“ პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატად წარდგენას

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა, რომელიც ოფიციალურად გამოეთიშა საარჩევნო რბოლას, მხარი დაუჭირა კამალა ჰარისის „დემოკრატიული“ პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატად წარდგენას.

„მე გადავწყვიტე არ მივიღო პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატურა და მთელი ჩემი ენერგია მოვახმარო პრეზიდენტის მოვალეობების შესრულებას ჩემი [საპრეზიდენტო] ვადის დარჩენილი პერიოდის განმავლობაში. 2020 წელს ჩემი პირველი გადაწყვეტილება, როგორც პარტიის [საპრეზიდენტო] კანდიდატის, იყო ვიცე-პრეზიდენტად კამალა ჰარისის არჩევა. ეს იყო საუკეთესო გადაწყვეტილება, რაც მივიღე. დღეს მსურს ჩემი სრული მხარდაჭერა გამოვაცხადო, რომ კამალა იყოს ჩვენი პარტიის [საპრეზიდენტო] კანდიდატი წელს. „დემოკრატებო“, დროა გავერთიანდეთ და დავამარცხოთ ტრამპი“, - აღნიშნა ჯო ბაიდენმა.