ამერიკის შეერთებული შტატების გაერთიანებული შტაბის მეთაურმა ჩარლზ ბრაუნმა ამერიკულ ტელეკომპანია Fox News-თან საუბარში აღნიშნა, რომ ის დარწმუნებულია, რომ აშშ ჩინეთს ომს მოუგებს, თუ პეკინი ტაივანში შეიჭრება.
„დიახ“, - თქვა მან ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ, შეძლებს თუ არა ამერიკა ომის მოგებას ჩინეთთან, თუ პეკინი ტაივანში შეიჭრება. „მე სავსებით მჯერა ჩვენი ჯარის. თქვენც უნდა გჯეროდეთ“.
ამერიკელი გენერლის თქმით, აშშ-ის არმია მსოფლიოში ყველაზე ბრძოლისუნარიანია. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან შესაძლო კონფლიქტის შემთხვევაში ეს ფაქტორი ყველა ქვეყანამ უნდა გაითვალისწინოს.