Reuters: ჩინეთში ძლიერი წვიმის შედეგად საავტომობილო ხიდი ჩაინგრა, დაღუპულია 11 ადამიანი

Reuters: ჩინეთში ძლიერი წვიმის შედეგად საავტომობილო ხიდი ჩაინგრა, დაღუპულია 11 ადამიანი

ჩინეთის ჩრდილოეთ-დასავლეთ ნაწილში, შენსის პროვინციაში ძლიერი წვიმების შედეგად საავტომობილო ხიდი ჩაინგრა, რის შედეგადაც 11 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ Reuters-ი ავრცელებს.

უბედური შემთხვევა ჩინეთში გამთენიისას მოხდა. პირველადი ინფორმაციის თანახმად, ხიდის ჩანგრევის შედეგად სულ მცირე ხუთი ავტომობილი წყალში აღმოჩნდა. 30 ადამიანი ჯერ კიდევ დაკარგულად ითვლება.

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტმა სი ძინპინმა სამაშველო სამსახურს დაავალა, გააკეთონ ყველაფერი, რათა ადამიანები გადაარჩინონ.

ჩინეთის ეროვნულმა სახანძრო-სამაშველო სამსახურმა განაცხადა, რომ შემთხვევის ადგილას 859 მეხანძრე-მაშველი, 90 სატრანსპორტო საშუალება, 20 ნავი და 41 დრონი გააგზავნა.