ნიუსომი ხელს აწერს კანონპროექტს, რომელიც მშობლების მოტყუებით, კარს ხსნის ბავშვების ექსპლუატაციისა და სასამართლო პროცესებისკენ

ნიუსომი ხელს აწერს კანონპროექტს, რომელიც მშობლების მოტყუებით, კარს ხსნის ბავშვების ექსპლუატაციისა და სასამართლო პროცესებისკენ

საკრამენტო − გუბერნატორმა გევინ ნიუსომმა ხელი მოაწერა „ასამბლეის კანონპროექტ 1955“-ს, რომელიც აღმაშფოთებელ და უპრეცედენტო ნაბიჯს დგამს და სკოლებს ტყუილისაკენ მოუწოდებს, რათა მათ სინამდვილე დაუმალონ მშობლებს თავიანთი შვილების სქესის ცვლილების შესახებ.

ასამბლეის წევრ კრის უორდის (D-San Diego) მიერ საკანონმდებლო ორგანოში შემოღებული პროექტი AB 1955 აუქმებს მშობელთა ინფორმირებულობის პოპულარულ პოლიტიკას, რომელიც დაწესდა ადგილობრივი სკოლის საბჭოების მიერ მთელ შტატში. წესდება სკოლის ადმინისტრატორებისგან მოითხოვს აცნობონ მშობლებს, თუ მათი შვილი სახელს ან სქესს იცვლის სკოლის ოფიციალურ ჩანაწერებში.

ნიუსომის ახალი კანონი საპირისპიროს აკეთებს: ავალებს სკოლის კოლეგიას, მოატყუონ მშობლები, თუ მათი შვილები სკოლაში სქესს ან სახელს იცვლიან. გუბერნატორის ქმედება ათასობით კალიფორნიელი მშობლისა და მშობლის დამცველის მიმართ ღალატად განიხილება.
„იმედგაცრუებულები ვართ, როცა ვხედავთ, რომ გუბერნატორმა გევინ ნიუსომმა ხელი მოაწერა ასამბლეის „კანონპროექტ 1955“-ს, − კანონმდებლობას, რომელიც არაკონსტიტუციურად აუქმებს მშობლის უფლებებს“, − თქვა ლენს კრისტენსენმა, კალიფორნიის პოლიტიკის ცენტრის განათლების პოლიტიკისა და მთავრობის საქმეთა ვიცეპრეზიდენტმა, − „საჯარო სკოლები მიზნად ისახავენ მშობლების ჩართულობას, და არა დამხობას, მათი შვილების განათლებაში“.
კრისტენსენმა აღნიშნა, რომ ნიუსომის ახალი კანონი − „მოატყუე მშობლები“, არღვევს ფედერალურ კანონს, რომელიც უზრუნველყოფს მშობლების უფლებას, მიიღონ თავიანთი შვილების სასკოლო ჩანაწერები. მან ასევე ურჩია ადგილობრივ სკოლებს, არ შეექმნათ ორი ფაილი მოსწავლეებისთვის, რათა მშობლები „სიბნელეში“ არ დაეტოვებინათ.
„AB 1955 არღვევს ფედერალურ საოჯახო საგანმანათლებლო უფლებებისა და კონფიდენციალურობის აქტს, რომელიც მშობლებს ანიჭებს უნივერსალურ წვდომას მათი შვილების შესახებ არსებულ ინფორმაციაზე, საჯარო სკოლებში“, − თქვა კრისტენსენმა, − „ოლქები, რომლებიც ქმნიან ყალბ ფაილებს ბავშვებისთვის ახალი გენდერული იდენტობის „მხარდასაჭერად“, კარგავენ ფედერალურ დაფინანსებას“.

AB 1955 ასევე ხსნის კარს ბავშვების ექსპლუატაციისთვის. საიდუმლოების კულტურის შექმნა სახიფათო გარემოს ჩამოაყალიბებს სკოლაში, სადაც მტაცებლები უფრო მარტივად შეძლებენ მოწყვლადი ბავშვების ხელში ჩაგდებას. Ward და სხვა AB 1955 სპონსორები არაგულწრფელად იცავდნენ თავიანთ კანონპროექტს და აცხადებდნენ, რომ კანონი დაიცავდა მოსწავლეებს იმ მოძალადე მშობლებისგან, რომლებიც მათ იდენტობას უარყოფენ.

„გუბერნატორმა ნიუსომმა დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც მცდარ ლოგიკას ეფუძნება, თითქოს მშობლები სახიფათონი და არასანდონი არიან, და რომ სახელმწიფო ან უცხო პირები უკეთ გაუმკლავდებიან მოზარდების სირთულეებს, ვიდრე მშობლები“, − თქვა კრისტენსენმა, − „ასობით მილიონი დოლარი, რომელიც გამოყოფილია იმ მსხვერპლთა დასაფინანსებლად, რომლებიც საჯარო სკოლის თანამშრომლების მხრიდან სექსუალურ ზემოქმედებას განიცდიან, არის მტკიცებულება იმისა, რომ ხშირად საპირისპირო ხდება“.

დღეს სასამართლო პროცესი მიმდინარეობს როგორც შტატის სასამართლოში, სადაც კალიფორნიის გენერალურმა პროკურორმა რობ ბონტამ Chino Valley Unified სკოლის საბჭოს საჩივარი წარმოადგინა, ასევე ფედერალურ სასამართლოში, სადაც Escondido Union School District-ის ორმა მასწავლებელმა მშობელთა მოტყუების პოლიტიკა გაასაჩივრა. გარდა ამისა, კალიფორნიის ორმა სასკოლო რაიონმა უკვე გადაუხადა უზარმაზარი იურიდიული შეღავათები დედას მას შემდეგ, რაც მასწავლებლებმა ფარულად მოახდინეს ზემოქმედება მის 11 წლის ქალიშვილზე, ინფორმაციის მიწოდების გარეშე, და მასწავლებელზე, რომელიც გაათავისუფლეს სამსახურიდან იმის გამო, რომ უარი თქვა მშობლის მოტყუებაზე.
კრისტენსენმა იწინასწარმეტყველა, რომ AB 1955 სასამართლოში დაუყოვნებელი გამოწვევის წინაშე აღმოჩნდება და საბოლოოდ, მშობლები გაიმარჯვებენ.

„როგორც მოხდა მრავალი სხვა არაკონსტიტუციური კანონპროექტის შემთხვევაში, რომელსაც ხელს აწერს გუბერნატორი ნიუსომი, ეს კანონმდებლობაც სასამართლოში განიხილება და კალიფორნიის იუსტიციის დეპარტამენტის დაცვა შტატს მილიონობით დოლარი დაუჯდება“, − თქვა კრისტენსენმა, − „საბოლოოდ, ეს საქმე შეიძლება გადაწყვიტოს აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ, რომელიც უდავოდ დაადასტურებს მშობლების დაცვის საუკუნოვან პრეცედენტს AB 1955-ის გაუქმებით“.

წყარო: Newsom Signs AB 1955 and Okays Schools Lying to Parents, Opening the Door to Lawsuits and Child Exploitation (californiapolicycenter.org)