საქართველო, როგორც კანდიდატის ქვეყანა, ყოველდღიურად ემზადება იმისთვის, რა ფორმით მოვექცეთ ევროკავშირის საერთო სამართლებრივ სივრცეში, მათ შორის ინტელექტუალური საკუთრების დაცვის სივრცეში, - ამის შესახებ საქპატენტის თავმჯდომარემ, სოსო გიორგაძემ „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.
მისი თქმით, ჟენევაში, ევროპის საპატენტო უწყებასთან ხელი მოეწერა ორწლიან საერთო სამოქმედო გეგმას.
„ევროპის საპატენტო უწყებასთან, ჟენევაში, ხელი მოეწერა ორწლიან საერთო სამოქმედო გეგმას, რომელიც ითვალისწინებს საქპატენტისა და ევროპის საპატენტო უწყებას შორის თანამშრომლობას ისეთ საკითხებზე, როგორიც არის ცნობადობის გაზრდა ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებით, რომელიც გამოგონებისა და ახალი ტექნოლოგიების დანერგვის ექსპერტიზის სისტემებისა და ელექტრონული სისტემების გაუმჯობესებას ითვალისწინებს. ეს არის ორმხრივი თანამშრომლობის შედეგი და არის ორმხრივად სასარგებლო“, - აღნიშნა სოსო გიორგაძემ.