სოსო გიორგაძე სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშზე: ეს დოკუმენტი არის საერთაშორისო აღიარება იმის, რომ საქართველოში ინტელექტუალური საკუთრება არის დაცული

სოსო გიორგაძე სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშზე: ეს დოკუმენტი არის საერთაშორისო აღიარება იმის, რომ საქართველოში ინტელექტუალური საკუთრება არის დაცული

საქპატენტის თავმჯდომარემ, სოსო გიორგაძემ „დღის ქრონიკაში“ საუბრისას აღნიშნა, რომ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში საერთაშორისო მნიშვნელობის დოკუმენტია და საერთაშორისო აღიარებაა იმის, რომ საქართველოში ინტელექტუალური საკუთრება არის დაცული.

„ეს ანგარიში საერთაშორისო მნიშვნელობის დოკუმენტია, თუმცა, პირველ, რიგში ეს არის შიდა მოხმარების. ამ დოკუმენტით აშშ თავის მოქალაქეებს, პირველ რიგში ინვესტორებს, აცნობს სხვა ქვეყნებში არსებულ მდგომარეობას და ამ ანგარიშით, ამერიკელ ინვესტორებს, ადამიანებს, რომლებიც ფლობენ ინტელექტუალურ საკუთრებებს, მიაწოდეს ინფორმაცია, რეალური ფაქტები, რა ხდება საქართველოში და შესაძლოა თუ არა ისინი ენდონ ქვეყნის ინსტიტუტებს.

​ეს დოკუმენტი არის საერთაშორისო აღიარება იმის, რომ საქართველოში ინტელექტუალური საკუთრება არის დაცული და ეს არის შედეგი იმ სამუშაოებისა, რომელიც საქპატენტმა გაწია“, - აღნიშნა სოსო გიორგაძემ.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის შეფასებით, საქპატენტი თავის უფლება-მოვალეობებს წარმატებით ახორციელებს