პიტერ სიიარტო - ილია დარჩიაშვილი დავარწმუნე, რომ უნგრეთის პრეზიდენტობის განმავლობაში გავაკეთებთ ყველაფერს, რათა უზრუნველყოთ საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის წინსვლა

პიტერ სიიარტო - ილია დარჩიაშვილი დავარწმუნე, რომ უნგრეთის პრეზიდენტობის განმავლობაში გავაკეთებთ ყველაფერს, რათა უზრუნველყოთ საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის წინსვლა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის უნგრეთში ვიზიტმა შესაძლებლობა მომცა, ის დამერწმუნებინა, რომ უნგრეთი დარჩება საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის მისწრაფების მხარდამჭერად, – ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ უნგრეთში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოში ბოლო წლებში მიაღწიეს მნიშვნელოვან ეკონომიკურ ზრდას და სჯერა, რომ მსგავსი სწრაფი განვითარების ქვეყნებს შეუძლიათ, სერიოზული იმპულსი მისცენ ევროკავშირს.

„ამ ვიზიტმა და განხილვამ, რომელიც ახლახან დავასრულეთ, შესაძლებლობა მომცა, დამერწმუნებინა საგარეო საქმეთა მინისტრი, რომ უნგრეთი დარჩება საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის მისწრაფების მხარდამჭერად. მე ასევე დავარწმუნე მინისტრი, რომ უნგრეთის პრეზიდენტობის განმავლობაში ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რათა უზრუნველყოთ საქართველოს ინტეგრაციის პროცესის წინსვლა. საქართველოში ბოლო წლებში სიტუაცია ძალიან კარგია, მათ მიაღწიეს მნიშვნელოვან ეკონომიკურ ზრდას და ეკონომიკურ განვითარებას ქვეყანაში. ჩვენ გვჯერა, რომ მსგავსი სწრაფი განვითარების ქვეყნებს შეუძლია, სერიოზული იმპულსი მისცეს ევროკავშირს. ევროკავშირს, რომლის კონკურენტუნარიანობაც, სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში საგრძნობლად შემცირდა და სწორედ ამიტომ, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება არის ევროკავშირის ფუნდამენტური ეკონომიკურ ინტერესებში, შესაძლებელია პოზიტიური გავლენა ჰქონდეს ევროკავშირის ეკონომიკაზე“, – განაცხადა სიიარტომ.