საქართველოს მთავრობას სურს, შეეწინააღმდეგოს უცხოურ გავლენას, იცავს ოჯახებს, ბრიუსელში კი არ უყვართ, როდესაც მათ ნამღერზე არ ცეკვავენ, ეწინააღმდეგებიან ომსა და გენდერულ პროპაგანდას, – ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც პიტერ სიიარტომ აღნიშნა, მომავალში უნგრეთი საქართველოს გაუწევს ყველანაირ მხარდაჭერას, რათა საგარეო ზეწოლის მიუხედავად, საქართველომ შეინარჩუნოს სუვერენიტეტი და დააჩქაროს ევროკავშირში ინტეგრაციისა და გაწევრიანების პროცესი.
„ევროკავშირი უნდა იყოს აბსოლუტურად ბედნიერი, რომ საქართველოს სურს ევროკავშირში გაწევრიანება და ბრიუსელმა უნდა გააკეთოს ყველაფერი, რათა დარწმუნდეს, რომ საქართველო რაც შეიძლება მალე გახდება დიდი ევროპული ოჯახის წევრი. რასაც ვხედავთ, არის ის, რომ ომის მომხრე პოლიტიკოსებს და ბრიუსელის ბიუროკრატებს სურთ, შეუძლებელი გახადონ საქართველოს წარმატებით ინტეგრაცია ევროპაში. მსგავს დროს, ჩვენ უნდა დავსვათ კითხვა, რატომ არის ასე? პასუხია, რომ საქართველოს ჰყავს პატრიოტული მთავრობა, საქართველოს ჰყავს მთავრობა, რომელიც საკუთარი ერის ინტერესებს იცავს. საქართველოს ჰყავს მთავრობა, რომელსაც სურს წინააღმდეგობის გაწევა, სურს, ასევე წინააღმდეგობა გაუწიოს უცხოურ გავლენას და ამას საკმაოდ კარგად აკეთებს. მათ ასევე მიიღეს კანონი, რომელიც იცავს ამას. მათ ჰყავთ მთავრობა, რომელიც იცავს ოჯახებს, ტრადიციული ოჯახის მოდელს და მათ მიიღეს კანონი ამის შესახებ. ამიტომ, ბრიუსელმა დააწესა პოლიტიკური და ფინანსური სასჯელი. ბრიუსელში არ უყვართ, როდესაც მათ ნამღერზე არ ცეკვავენ და თუ ვინმე წინააღმდეგობას უწევს ომსა და გენდერულ პროპაგანდას.
მინდა, გაგიზიაროთ უნგრეთის მაგალითი, რომ ამ ზეწოლის მიუხედავად, ჩვენ დავდექით ჩვენი თავისთვის, ეროვნული ინტერესებისთვის, მშვიდობისთვის, ჩვენი ოჯახებისთვის და ჩვენი სამუშაოსთვის, რადგან თუ ჩვენ მივატოვებდით ამ ყველაფერს, მაშინ დავკარგავდით სუვერენიტეტს. სუვერენიტეტი არის ის, რაც უნდა დავიცვათ. ასე რომ, თქვენ სწორ მიმართულებაზე ხართ. მომავალში უნგრეთის პრეზიდენტობა, უნგრეთი და უნგრეთის მთავრობა გაგიწევთ ყველანაირ მხარდაჭერას, რათა საგარეო ზეწოლის მიუხედავად შეინარჩუნოთ თქვენი სუვერენიტეტი და დააჩქაროთ ევროკავშირში ინტეგრაციისა და გაწევრიანების პროცესი“, – განაცხადა პიტერ სიიარტომ.
არ შეიძლება ხანგრძლიც ურთიერთობაშირომელიმე პარტნიორის რარაც არ მოგეწონოს; ზელენსკი, რომელსაც მსოფლიო ეხმარება, როცა საჭიროდ ჩათვალა ევროპაც გააკრიტიკა და ამერიკაც; გინახავთ, რომ რომელიმე მეცოცხეს, ან რომელიმე ქართულ ასოს რომელიმე ჩინოვნიკის განცხადება გაეკრიტიკებინოს? არა! ანუ ქართველი ცალ ფეხზე მდგომები ყველაზე წაკუზული მონები არიან მსოფლიოში!