მაკა ბოჭორიშვილი: საყურადღებოა, რომ ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტის დოკუმენტში აისახა ქართული მხარის ინიციატივები, რაც კიდევ ერთხელ წარმოაჩენს საქართველოს როლს

მაკა ბოჭორიშვილი: საყურადღებოა, რომ ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტის დოკუმენტში აისახა ქართული მხარის ინიციატივები, რაც კიდევ ერთხელ წარმოაჩენს საქართველოს როლს

საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტში საქართველოს მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია.

მისივე თქმით, საყურადღებოა, რომ ქართული მხარის ინიციატივები აისახა სამიტის დასკვნით დოკუმენტში.

„ეს მნიშვნელოვანი ფორმატია, სადაც მსჯელობა მიმდინარეობს ევროპული უსაფრთხოების საკითხებზე. რა თქმა უნდა, ჩვენი მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია. საყურადღებოა ის, რომ ქართული მხარის ინიციატივები, საბოლოო ჯამში, დასკვნით დოკუმენტში აისახა, რაც კიდევ ერთხელ წარმოაჩენს საქართველოს როლს, როგორ ვხედავთ საქართველოს როლს ევროპაში. ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი იყო, რომ ჩვენი ინტერესების შესაბამისას მოხდა დეკლარაციის ტექსტის კორექტირება“, – განაცახად მაკა ბოჭორიშვილმა.