მე ვფიქრობ, რომ არა მხოლოდ ესპანეთი, არამედ ბევრი სხვა ქვეყანაც მიჰყვება „გამჭვირვალობის“ მაგალითს, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე ესპანეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებას, რომელიც მედიისთვის წესების გამკაცრებას და დაფინანსების გამჭვირვალობას ითხოვს.
„გამჭვირვალობის“ შესახებ ჩვენი არგუმენტები თავის დროზე ჰაერიდან მოტანილი არ იყო და ეს ყველაფერი ეყრდნობოდა იმ გადაწყვეტილებას, რომელიც არსებობდა აშშ-ში, ევროკომისიის მიერ მსგავსი დირექტივის მიღებისას, ასევე, სხვა გამოცდილება, რომელიც შემდეგ საფრანგეთმა და კანადამაც მოიტანეს მტკიცებულებებად, ამიტომ ეს ჩვენთვის გასაკვირი არ არის. მე ვფიქრობ, რომ არა მხოლოდ ესპანეთი, არამედ ბევრი სხვა ქვეყანაც მიჰყვება ამ მაგალითს“,- აღნიშნა სამხარაძემ.