ვლადიმერ ბოჟაძე პოლიტიკური თანასწორობის ინდექსზე: მარტივია დაინახო განსხვავება 2012 წლამდე და 2012 წლის შემდეგ საქართველოს შორის, ყველა პარამეტრში, ყველგან და ყველაფერში გვაქვს აშკარა და ხელშესახები პროგრესი

თბილისის საკრებულოს წევრი, ვლადიმერ ბოჟაძე, პოლიტიკური თანასწორობის ინდექსში საქართველოს მსოფლიოს საუკეთესო ოცეულში 15-ე პოზიციაზე დაწინაურებას სოციალურ ქსელში აფასებს.

მისი თქმით, მარტივია 2012 წლამდე და შემდგომი პერიოდის საქართველოს შორის ყველა პარამეტრში აშკარა და ხელშესახები პროგრესის დანახვა, რომელიც მშვიდობის და სტაბილურობის შედეგია.

"ძალიან მარტივია დაინახო განსხვავება 2012 წლამდე და 2012 წლის შემდეგ საქართველოს შორის, ყველა პარამეტრში, ყველგან და ყველაფერში გვაქვს აშკარა და ხელშესახები პროგრესი.

მხოლოდ მშვიდობას და სტაბილურობას მოაქვს წინსვლა და განვითარება.

ჩვენ გავაგრძელებთ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს, გავაგრძელებთ მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით და კეთილდღეობით!" - წერს ბოჟაძე.