გიორგი კახიანი „ლელოს“ და გახარიას პარტიის შესაძლო გაერთიანებაზე: ერთი საფიქრალი აქვთ მხოლოდ, რამენაირად გადალახონ 5%-იანი ბარიერი. დაივიწყებენ ყველაფერს, როგორ შეურაცხმყოფელი ეპითეტებით მოიხსენიებდნენ ადრე ერთმანეთს

ერთი საფიქრალი აქვთ მხოლოდ, რამენაირად გადალახონ 5%-იანი ბარიერი. დაივიწყებენ ყველაფერს, როგორ შეურაცხმყოფელი ეპითეტებით მოიხსენიებდნენ ადრე ერთმანეთს, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი კახიანმა „ქრონიკასთან“ „ლელოს“ და „საქართველოსთვის“ შესაძლო გაერთიანებაზე.

„ორივე [„ლელო“ და „საქართველოსთვის“] პოლიტიკური გაერთიანება არის ერთი „კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა“. არ ვიცი ერთმანეთის გადარჩენას აპირებენ, თუ რა. მათ აქვთ ერთი საფიქრალი მხოლოდ, რამენაირად გადალახონ 5%-იანი ბარიერი. დაივიწყებენ ყველაფერს, როგორ შეურაცხმყოფელი ეპითეტებით მოიხსენიებდნენ ადრე ერთმანეთს. იმავდროულად, დაელოდებიან გარედან რა მითითებებს მისცემენ - თუ ეტყვიან, რომ უნდა გაერთიანდეთო - გაერთიანდებიან“, - აღნიშნა კახიანმა.