რომან გოცირიძე: ეს არის არაჰუმანური, შერჩევითი ამნისტია - არ არის გამორიცხული, წინასწარ ჰქონდათ სიები და დამუშავებული ჰყავდათ ოჯახები, რომ შემდეგ ამ ადამიანებს არჩევნებში ხმა „ქართული ოცნებისათვის“ მიეცათ

რომან გოცირიძე: ეს არის არაჰუმანური, შერჩევითი ამნისტია - არ არის გამორიცხული, წინასწარ ჰქონდათ სიები და დამუშავებული ჰყავდათ ოჯახები, რომ შემდეგ ამ ადამიანებს არჩევნებში ხმა „ქართული ოცნებისათვის“ მიეცათ

ეს არის შერჩევითი ამნისტია - არ არის გამორიცხული, წინასწარ ჰქონდათ სიები და დამუშავებული ჰყავდათ ოჯახები, რომ შემდეგ ამ ადამიანებს არჩევნებში ხმა "ქართული ოცნებისათვის" მიეცათ, - ამის შესახებ "ევროოპტიმისტების“ დეპუტატმა, რომან გოცირიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ეს ამნისტია არაჰუმანურია.

"ეს არის არაჰუმანური ამნისტია, შერჩევითი ამნისტია. აბსურდული ამნისტია თავისი შინაარსით, როდესაც შეწყალება ხდება ისეთი დამნაშავეების, რომელთა მიმართ გამოტანილია სასჯელი ,მაგალითად, 7-8 წლიანი, მაგალითად, ყაჩაღობა, საცხოვრებელ ბინაში შეჭრა ძარცვის მიზნით, ხოლო ზოგიერთი მუხლები, მაგალითად, ისეთი, როგორიცაა საპროტესტო აქციებში მონაწილე ახალგაზრდების წინააღმდეგ წაყენებული მუხლები, რომლებიც ითვალისწინებს ჯარიმასაც კი და მცირე ხანგრძლივობის თავისუფლების აღკვეთას, არ არის შეტანილი. ეს არის შერჩევითი ხასიათის და არ არის გამორიცხული, წინასწარ ჰქონდათ სიები და დამუშავებული ჰყავდათ ოჯახები, რომ შემდეგ ამ ადამიანებს არჩევნებში ხმა "ქართული ოცნებისათვის" მიეცათ”, - განაცხადა გოცირიძემ.