ამ ჩანაწერმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა საქართველოს როლს და მნიშვნელობას ენერგო უსაფრთხოების ნაწილში,-ამის შესახებ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარემ დავით სონღულაშვილმა, ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე მიღებული დეკლარაციის შეფასებისას ისაუბრა.
მისი თქმით, ის ფაქტი, რომ დოკუმენტში აისახა ჩანაწერი საქართველოსთან მიმართებით, ადასტურებს იმას თუ რამდენად მნიშვნელოვანი, როლი აქვს ჩვენს ქვეყანას ენერგო უსაფრთხოების პროცესში.
„აღნიშნა თუ რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოს როლი, როგორც დერეფნის, რათა კასპიის და შავი ზღვის ქვეყნის ენერგო რესურსი დაუკავშირდეს ევროკავშირს, ევროპის ქვეყნებს, რადგან ამით უზრუნველყოფილი იყოს ენერგო უსაფრთხოება ევროკავშირის და ევროპული ქვეყნების. ეს ჩანაწერი არის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი და კიდევ უფრო მეტად აძლიერებს ჩვენი ქვეყნისადმი ინტერესს და მნიშვნელობას ენერგო უსაფრთხოების ნაწილში“,-განაცხადა დავით სონღულაშვილმა.