ეს არის ნამდვილი ერთობა, ნამდვილი ცვლილებებისთვის, რომელიც მოემსახურება ერთ მნიშვნელოვან მიზანს, არ განმეორდეს წარსული ხელისუფლებების შეცდომები და მეორე მხრივ შეიცვალოს ხელისუფლება, რომელმაც ხელი შეუშალა, გაყინა და გააჩერა ევროინტეგრაცია საქართველოს სახელმწიფოსთვის, - ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, ირაკლი კუპრაძემ განაცხადა.
„მნიშვნელოვანი ფაქტორია ის, რომ ამ ერთობაში არის სამოქალაქო-პოლიტიკური მოძრაობა, რომლის შემადგენლობის დიდი ნაწილი არასდროს ყოფილა პარტიულ პოლიტიკაში. ეს არის პროფესიონალების ღირებული ერთობა, რომლებიც ჩაერთვებიან უკვე პოლიტიკურ პროცესში მარტივი მიზეზის გამო, თუ აქამდე მათ ამის სურვილი არ ჰქონიათ, ახლა არის გადამწყვეტი, ეგზისტენციალური არჩევნები, სადაც წყდება საქართველოს სახელმწიფოს საბოლოო ვექტორი, საით წავა ეს ქვეყანა“, - აღნიშნა კუპრაძემ.
ცნობისთვის, „ლელო“, „ანა დოლიძე-ხალხისთვის“ და მოძრაობა „თავისუფლების მოედანი“ საარჩევნოდ გაერთიანდნენ.