ირაკლი კობახიძე: ერთ თვეში მექნება პირველი ანგარიში ახალი მოწვევის პარლამენტში და იქ პარლამენტარებს და ფართო საზოგადოებას მოვახსენებთ იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ გრძელდება ქვეყნის განვითარების პროცესი

ერთ თვეში მექნება პირველი ანგარიში ახალი მოწვევის პარლამენტში და იქ პარლამენტარებს და ფართო საზოგადოებას მოვახსენებთ იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ გრძელდება ქვეყნის განვითარების პროცესი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პირველი არხის გადაცემაში - „აქტუალური თემა" განაცხადა.

პრემიერის თქმით, მმართველ გუნდს აქვს ძალიან კომპლექსური პროგრამა, რომელიც არჩევნების წინ იყო წარდგენილი და მთავრობა ამ გეგმას  ზედმიწევნით მიყვება.

„ჩვენ გვაქვს ძალიან კომპლექსური პროგრამა, რომელიც წარვადგინეთ არჩევნების წინ და ამ გეგმას მივყვებით ზედმიწევნით. დაახლოებით ერთ თვეში მექნება პირველი ანგარიში ახალი მოწვევის პარლამენტში და იქ პარლამენტარებს და ფართო საზოგადოებას მოვახსენებთ იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ გრძელდება ქვეყნის განვითარების პროცესი", - განაცხადა პრემიერმა.