გიორგი მიქაუტაძე კარიერას „ლიონში“ გააგრძელებს

გიორგი მიქაუტაძე კარიერას „ლიონში“ გააგრძელებს

მაღალ დონეზე ჩატარებული ევროპის ჩემპიონატის შემდეგ, გიორგი მიქაუტაძე კარიერას „ლიონში“ გააგრძელებს. მანამდე იწერებოდა, რომ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი კარიერას „მონაკოში“ აგრძელებდა.

რამდენიმე საათის წინ, L’Equipe-მა გვაუწყა, რომ „მონაკოს“ მიქაუტაძემ უარი უთხრა.

ფრანგი ჟურნალისტის, უგო გუილემეს ინფორმაციით, მიქაუტაძე „ლიონთან“ ხუთწლიან კონტრაქტს გააფორმებს, „ლიონმა“ „მეცთან“ საერთო ენა მონახა და ფეხბურთელში 18 მილიონ ევროს გადაიხდის.