ევროპარლამენტი დღეს ახალ პრეზიდენტს აირჩევს. თანამდებობაზე ორი კანდიდატია წარდგენილი – მოქმედი პრეზიდენტი რობერტა მეცოლა და ახლად არჩეული ევროპარლამენტარი ირენ მონტერო.
პირველი კენჭისყრა სტრასბურგში ადგილობრივი დროით 10:00 საათზე გაიმართება. რობერტა მეცოლა ევროპარლამენტს ორი წელია ხელმძღვანელობს. ის თანამდებობაზე 2022 წლის დასაწყისში აირჩიეს.
ესპანელი პოლიტიკოსი ირენ მონტერო - მემარცხენე პარტიის, „პოდემოსის“ წარმომადგენელია.