გივი მიქანაძე „ქართული ოცნების“ მიერ ჩატარებულ კვლევაზე: საზოგადოება კიდევ ერთხელ დარწმუნდა, რომ გამჭვირვალობის შესახებ კანონი სახელმწიფოს და საზოგადოების ინტერესებს ემსახურება

გივი მიქანაძე „ქართული ოცნების“ მიერ ჩატარებულ კვლევაზე: საზოგადოება კიდევ ერთხელ დარწმუნდა, რომ გამჭვირვალობის შესახებ კანონი სახელმწიფოს და საზოგადოების ინტერესებს ემსახურება

ამ კვლევამ ცალსახად დაადასტურა, რომ არასამთავრობო და მედიაორგანიზაციები, რომლებიც გარე წყაროებიდან ფინანსდებიან, გამჭვირვალეები არ არიან, - ამის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გივი მიქანაძემ განაცხადა. საუბარია „ქართული ოცნების“ მიერ ჩატარებულ კვლევაზე, რომელიც არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების გამჭვირვალობის საკითხს ეხება.

„მხოლოდ 8 ორგანიზაცია აკმაყოფილებდა იმ მინიმალურ სტანდარტს, რომელიც 7 კომპონენტის მიხედვით აბაზისო ინფორმაციის წვდომას იძლევა. ამ მოცემულობამ საზოგადოება კიდევ ერთხელ დარწმუნდა, რომ გამჭვირვალობის შესახებ კანონი სახელმწიფოს და საზოგადოების ინტერესებს ემსახურება“, - აცხადებს მიქანაძე.

მერაბ.g და ეს კვლევა კიდევ ზოგადია, რწყილის კბენაა იმასთან შედარებით, რაც გამოჩნდება მას შემდეგ, როცა შემოსული თანხების ხარჯვის მიზნობრიობას მივადგებით!
4 თვის უკან