გიორგი ვოლსკი: უტიფრად აცხადებენ, რომ ყველაფერი გამჭვირვალეა და რეალობაში არასამთავრობო ორგანიზაციების უმრავლესობა არ ასრულებს იმ ვალდებულებას, რასაც ქართული საზოგადოების ინფორმირება ჰქვია

გიორგი ვოლსკი: უტიფრად აცხადებენ, რომ ყველაფერი გამჭვირვალეა და რეალობაში არასამთავრობო ორგანიზაციების უმრავლესობა არ ასრულებს იმ ვალდებულებას, რასაც ქართული საზოგადოების ინფორმირება ჰქვია

უტიფრად აცხადებენ იმას, რომ ყველაფერი გამჭვირვალეა და რეალობაში არასამთავრობო ორგანიზაციების უმრავლესობა არ ასრულებს იმ ვალდებულებას, რასაც ქართული საზოგადოების ინფორმირება ჰქვია, - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ „ქართული ოცნების“ მიერ დაკვეთილი კვლევის შედეგებზე საუბრისას.

„ნებისმიერი დამოუკიდებელი ექსპერტი, სამართლიანი დამკვირვებელი იტყვის, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები გაჭრილები არიან პოლიტიკურ ველზე, დესტაბილიზაციას ქადაგებენ და არავითარ ინფორმაციას არ აწვდიან საზოგადოებას“, - აღნიშნა ვოლსკიმ.

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის კომიტეტის თავმჯდომარემ გივი მიქანაძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ჩაატარა კვლევა, რითაც დადგინდა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, რომლებიც აპროტესტებდნენ გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღებას, კატასტროფული მდგომარეობაა.

მისივე თქმით, ირკვევა, რომ მათ ნახევარზე მეტს ვებგვერდიც არ აქვს, უფრო მეტს კი - არანაირი ინფორმაცია დონორების შესახებ.