უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა ევროკავშირს რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენისკენ მოუწოდა. ინფორმაციას ამის შესახებ გერმანული გამოცემა Bild-ი ავრცელებს.
Bild-ის ცნობით, შარლ მიშელისთვის მიწერილ წერილში უნგრელმა პოლიტიკოსმა შეაფასა ბოლოდროინდელი მოლაპარაკებები უკრაინის, რუსეთის, ჩინეთისა და თურქეთის ლიდერებთან და ასევე ისაუბრა დონალდ ტრამპთან შეხვედრაზე.
„ზოგადად, შეიძლება ითქვას, რომ სამხედრო კონფლიქტის ინტენსივობა უახლოეს მომავალში რადიკალურად გაიზრდება“, - ნათქვამია ვიქტორ ორბანის წერილში.
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი აკრიტიკებს ამერიკის ამჟამინდელ პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს და მის განზრახვას, დარჩეს თანამდებობაზე.
„მოქმედი პრეზიდენტი დიდ ძალისხმევას იყენებს იმისათვის, რომ რბოლაში დარჩეს. აშკარაა, რომ მას არ შეუძლია შეცვალოს შეერთებული შტატების ამჟამინდელი პრო-სამხედრო პოლიტიკა“, - წერს ორბანი.
ამავე დროს, ის ირწმუნება, რომ ტრამპი, გამარჯვების შემდეგ, მზად იქნება „დაუყოვნებლივ იმოქმედოს მშვიდობის შუამავლის როლში“.