იუსტიციის სამინისტროში უწყებათაშორისი კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც წინასაარჩევნო გარემოზე ისაუბრეს.
მინისტრმა რატი ბრეგაძემ კომისიის შექმნის მნიშვნელობაზე „ქრონიკასთან“ ისაუბრა.
„კომისიის საქმიანობის მიზანია, საჯარო მოსამსახურეების მხრიდან საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის პრევენცია და ასეთის არსებობის შემთხვევაში მათზე სათანადო რეაგირების მოხდენა.
ვიმედოვნებთ, რომ უწყებათაშორისი კომისია საკუთარ ღირებულ წვლილს შეიტანს საქართველოში დემოკრატიული არჩევნების ჩატარების პროცესში“, - განაცხადა რატი ბრეგაძემ.