ნანა კაკაბაძე: ჩვენმა მოქალაქეებმა ზუსტად იციან, რომ ალტერნატივა დღეს არის „ქართულ ოცნებასა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“, ანუ იმ ფაშისტურ რეჟიმს შორის, რომელიც 9 წლის განმავლობაში მართავდა ქვეყანას

ნანა კაკაბაძე: ჩვენმა მოქალაქეებმა ზუსტად იციან, რომ ალტერნატივა დღეს არის „ქართულ ოცნებასა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“, ანუ იმ ფაშისტურ რეჟიმს შორის, რომელიც 9 წლის განმავლობაში მართავდა ქვეყანას

რაც დრო გადის, რევოლუციური სცენარები სულ უფრო შეუძლებელი გახდება ჩვენს ქვეყანაში, - ამის შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობა „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ დამფუძნებელმა ნანა კაკაბაძემ „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ყველამ კარგად იცის თუ როგორი მსუყედ დაფინანსებული არის ხოლმე ხელისუფლების დამხობის ასეთი წახალისებები, როგორც კი მოსახლეობას სწორი ინფორმაცია მიეწოდება, თავისთავად ხდება ამ სცენარების ჩავარდნა.

„არც ერთხელ რევოლუციური სცენარი არ შედგა სწორედ იმიტომ, რომ ჩვენი მოქალაქეები უკვე გარკვეულად ისეთი გამოცდილების მქონენი არიან, რომ ძალიან რთულია დღეს მათმა მედიასაშუალებებმა, ანუ გარედან მართულმა და დაფინანსებულმა, ასევე შიდა მეხუთე კოლონის სამსახურში ჩამდგარმა მედიასაშუალებებმა შეძლონ საზოგადოების დიდი ნაწილის ტვინების გამორეცხვა. ამას ვერ ახერხებენ, უკვე 12 წელია ამას ვუყურებთ და რაც დრო გადის, რევოლუციური სცენარები სულ უფრო შეუძლებელი გახდება ჩვენს ქვეყანაში.

ახლა ერთადერთი იმედი ეს არის არჩევნები, რომ როგორმე არჩევნებით გამოიწვიონ მსგავსი პროცესები, მაგრამ შემიძლია დარწმუნებით გითხრათ, რომ ვერც ეს მოხდება კიდევ იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა უკვე საკმაო გამოცდილება მიიღეს და ზუსტად იციან, რომ ალტერნატივა დღეს არის „ქართულ ოცნებასა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“, ანუ იმ ფაშისტურ რეჟიმს შორის, რომელიც 9 წლის განმავლობაში მართავდა ქვეყანას.

ასე, რომ არჩევანს ქართველი ხალხი გააკეთებს აბსოლუტურად გაცნობიერებულს და ჩვენ არ გვემუქრება ხელახლა იმ ფაშიზმის დაბრუნება, რომელიც ძალიან მძიმედ, მაგრამ დემოკრატიულად გავისტუმრეთ პოლიტიკურ სანაგვეზე“, - აღნიშნა ნანა კაკაბაძემ.