გიორგი მიქაუტაძეს საერთაშორისო აღიარებას ულოცავენ თანაგუნდელები, ეროვნული ნაკრების წევრები. მათ შორის ბუდუ ზივზივაძე, საბა ლობჟანიძე და ზურიკო დავითაშვილი. შესაბამისი პოსტები მათ სოციალურ ქსელებში გაავრცელეს. „მართლა ჰყვარებია“, - წერს მიქაუტაძეზე ზურიკო დავითაშვილი.
გიორგი მიქაუტაძე ევრო 2024-ის თანაბომბარდირი და ოქროს ბუცის მფლობელია.