ესპანეთმა ინგლისი დაამარცხა და ევროპის ჩემპიონი გახდა

ესპანეთმა ინგლისი დაამარცხა და ევროპის ჩემპიონი გახდა

ესპანეთის ნაკრებმა ბერლინში გამართულ ფინალურ მატჩში ინგლისის ნაკრები ანგარიშით 2:1 დაამარცხა და თავის ისტორიაში მეოთხედ ევროპის ჩემპიონი გახდა.

მატჩის 47-ე წუთზე ანგარიში ნიკო უილიამსმა გახსნა ლამინ იამალის საგოლე პასით.

კოულ პალმერმა ანგარიში 73-ე წუთზე გაათანაბრა.

საჩემპიონო გოლი მატჩის 86-ე წუთზე მიკელ ოიარსაბალმა გაიტანა.