90-იან წლებში ამერიკამ საქართველოში ააშენა მსოფლიოში ყველაზე დიდი საელჩო. მაშინ ეს საოცრება იყო, რომ უცებ ამ პატარა საქართველოში, იმ სიღარიბის პერიოდში ამერიკამ ააშენა მსოფლიოში ყველაზე დიდი საელჩო. 2014 წლის შემდეგ ეს ყველაფერი უკრაინაში გადავიდა, - ამის შესახებ გადაცემაში „იმედის კვირა“, ტელეკომპანია „იმედის“ მფლობელმა, ირაკლი რუხაძემ განაცხადა.
ირაკლი რუხაძემ ასევე ისაუბრა ამერიკის შეერთებული შტატების ჩვენი ქვეყნით დაინტერესების მიზეზებზე და განმარტა, თუ რატომ არის საქართველო სტრატეგიულად საჭირო ქვეყანა მისთვის.
„გუშინ ვკითხულობდი The New York Times-ის 2017 თუ 2018 წლის სტატიას, სადაც 1945 წლიდან 2000 წლამდე ამერიკამ მსოფლიოში მოახდინა 81 მთავრობის შეცვლა და ამოტრიალება. 2016 წლის არჩევნებში, სადაც რუსეთი ერეოდა, ამის პასუხადაა დაწერილი ეს სტატია, რას აკეთებდა ამერიკა ამ დროს.
90–იან წლებში ამერიკამ საქართველოში ააშენა მსოფლიოში ყველაზე დიდი საელჩო. მაშინაც ეს საოცრება იყო, რომ უცებ ამ პატარა საქართველოში, იმ სიღარიბის პერიოდში ამერიკამ ააშენა მსოფლიოში ყველაზე დიდი საელჩო. 2014 წლის შემდეგ ეს ყველაფერი უკრაინაში გადავიდა. იქამდე ჩვენ ძალიან დიდ დახმარებას ვიღებდით, შემდეგ დაიწყო კლება ამ თანხამ. ამერიკა ამბობს რომ 2014 წელს თქვენ გამდიდრდით. შეიძლება, მაგრამ ასევე უკრაინაში მაიდანი მოხდა და გაჩნდა ჩვენზე უფრო საინტერესო პლატფორმა.
ამერიკა ამას არ მალავს და პირდაპირ გაწერილი აქვს. პირდაპირ ღიად ლაპარაკობენ, რომ ჩვენ დავრჩით მარტო, მადლობა, რომ საბჭოთა კავშირი მოვიშორეთ და ახალა ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მეორე საბჭოთა კავშირი არასოდეს არ აღდგეს, ანუ ამერიკას დაპირისპირებული ქვეყანა არ უნდა ჰყავდეს. ეს არის პირდაპირ მათი მიდგომა.
ამერიკა ხარჯავს დაახლოებით 40% – ს მთელი სამხედრო შეიარაღებისთვის და მეორე 40% იხარჯება ამერიკულ შეიარაღებაზე, ანუ მისი მეგობრები ხარჯავენ, რომ ამერიკისგან იყიდონ შეიარაღება. 80% შეიარაღების ამერიკისაა მსოფლიოში. წარმოუდგენლად ძლიერი ქვეყანაა.
მან ააშენა ამხელა საელჩო, მე მგონია იმიტომ, რომ რუსეთის ეშინოდა მაინც, რომ რუსეთი იყო ის, რომელიც ფერფლიდან ისევ არ ამოვიდეს ის რაღაც მონსტრი, რაც იყო საბჭოთა კავშირი. მაშინ საქართველო იყო ერთადერთი ქვეყანა, რომელიც უსიტყვოდ და უპირობოდ მიჰყვებოდა ამერიკას. ჩვენ ვიყავით მაშინ ერთადერთი საყრდენი ძალა რეგიონში, რომელიც შეიძლებოდა ყოფილიყო ამერიკის ფორ-პოსტი რუსეთის წინააღმდეგ. მიუხედავად იმისა, რომ თურქეთი ნატოს წევრია, მას არ მიჰყვებოდა. შემდეგ გაჩნდა უკრაინა, ბევრად უფრო საინტერესო და დიდი ქვეყანა და ამერიკაც იქით გადავიდა.
მეორე, ჩვენთან ომის დაწყება რატომ იქნებოდა მნიშვნელოვანი? ჩვენ ისტორიულად ყოველთვის ვიყავით დიდი იმპერიების გასაყარზე და დიდი იმპერიების ბრძოლები გადიოდა ჩვენზე. ეს ხდებოდა ბევრ ადგილზე, მაგრამ ჩვენთან განსაკუთრებით იმიტომ, რომ გვაქვს გეოგრაფიულად საინტერესო მდებარეობა. ჩვენ ვართ შავ ზღვაზე და გვაქვს ორი მაღალმთიანი რეგიონი, თრიალეთი და კავკასიონი. დღეს როცა რუსეთის პორტები დაკეტილია, დასანქცირებულია, როცა უკრაინის და ირანის პორტიც დახურულია, ჩვენ ვართ მთავარი გამტარი უზბეკეთისთვის, ყაზახეთისთვის, აზერბაიჯანისთვის და ამიტომ აქ საომარი ურთიერთობის ატეხა, მარტო საქართველოს კი არ ჩაითრევდა, არამედ მთელ რეგიონს, მათ შორის თურქეთსაც. თურქეთს აზერბაიჯანის ნავთობი შეუწყდებოდა. საქართველოს ჩათრევა ომში, ამ ომის მსვლელობისთვის იქნებოდა საკმაოდ „პოზიტიური“ ნაბიჯი დასავლეთის კუთხიდან. ასე ვხედავ მე. ის რომ საქართველოს მდებარეობას ეგენი ყოველთვის აღიარებდნენ ამას ვხვდებით საელჩოს ზომით, იმ თანხებით და იმ დისპროპორციული ყურადღებით, რომელსაც ამერიკა ჩვენ მიმართ იჩენდა. რაღაც პერიოდში ისრაელის შემდეგ ვიყავით მეორე ქვეყანა დახმარების მიღებით“, – განაცხადა ტელეკომპანია „იმედის“ მფლობელმა, ირაკლი რუხაძემ.
ირაკლი რუხაძესთან ინტერვიუ ჩაწერილია ხუთშაბათს, 11 ივლისს.