აპელირება ხდება იმაზე, რომ საქართველოს მოსახლეობის 80%-ს ევროკავშირში უნდა, მაგრამ იმავე კვლევებში (იგივე NDI-ის კვლევებში, საიდანაც ეს ციფრები მოვიდა) როცა ლაპარაკობენ მნიშვნელოვან საკითხებზე, ეს არ არის მნიშვნელოვანი საკითხების სიაში. ანუ, ხალხისთვის ბევრად უფრო მნიშვნელოვანი საკითხებია: სიღარიბის დაძლევა, სამუშაო ადგილები, ჯანდაცვა, განათლება, ტერიტორიული მთლიანობა, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ მფლობელმა, ირაკლი რუხაძემ „იმედის კვირასთან“ ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, გამოკითხულთა მხოლოდ 2% ამბობს, რომ ევროკავშირში შესვლა არის ძალიან მნიშვნელოვანი.
„მინდა შესვლას“ - ბევრი ამბობს, მაგრამ „მნიშვნელოვანიას“ ამბობს ბევრად უფრო პატარა ნაწილი. ჩვენ გავაფეტიშეთ ეს, ოპოზიცია ამას აკეთებს ღიად დასავლეთის მხარდაჭერით. მთელი ქვეყნის ყურადღება ამაზეა გადატანილი, რადგან ეს არის აყვანილი საკრალურ დონეზე. წერია კონსტიტუციაშიც და მე თუ მკითხავთ არც უნდა ჩაგვეწერა, კონსტიტუცია ცოტა სხვანაირი დოკუმენტია, მუდმივი დოკუმენტია. როცა ევროკავშირზე ვსაუბრობთ, არ ხდება გარჩევა, თითქოს ყველაფერი მეათეხარისხოვანია ამ ერთი საკითხის გარდა ქვეყნის მომავლისთვის. ამ არჩევნებზე შევდივართ ისე, რომ არც ოპოზიცია და არც ხელისუფლება არაფერზე საუბრობენ გარდა ევროკავშირის გარშემო. თითქოს უპირობო შესვლაა, ნებისმიერ ფასად, არ ხდება გარჩევა რა მინუსებს და რა პლუსებს მოგვიტანს ევროკავშირი“, - აღნიშნა რუხაძემ.
ირაკლი რუხაძესთან ინტერვიუ ჩაწერილია ხუთშაბათს, 11 ივლისს.
მათი 27 ოქტომბერი დალაგებულია - გაგვიყალბეს, გვიშველეთ!! შეკითხვაზე რაა გაყალბებული სადაა მტკიცებულება? პასუხი იქნება - იმიტომ! ..... აირაი, ენდიაი, ეუთო-ოდირი, იტყვიან რომ იყო დართვევები, რომლებმაც გავლენა შესაძლოა მოახდინა შედეგზე ... წინასაარჩევნო პერიოდში იყო ზეწოლა, ძალადობა ... სხვა დამკვირვებლები იტყვიან, რომ არჩევნები ჩატარდა კონკურენტულ გარემოში არსებითი დარღვევების გარეშე ...