თენგიზ შარმანაშვილი: მეორე კლასელი ბავშვებიც არ დაიჯერებენ, რომ ფიცოზე და ტრამპზე თავდასხმა, ან თუნდაც ეს მუქარა სხვადასხვა ძალების მიერაა განხორციელებული

თენგიზ შარმანაშვილი: მეორე კლასელი ბავშვებიც არ დაიჯერებენ, რომ ფიცოზე და ტრამპზე თავდასხმა, ან თუნდაც ეს მუქარა სხვადასხვა ძალების მიერაა განხორციელებული

უკვე მეორე კლასელი ბავშვებიც არ დაიჯერებენ, რომ ფიცოზე და ტრამპზე თავდასხმა, ან თუნდაც ეს მუქარა სხვადასხვა ძალების მიერაა განხორციელებული. ეს ერთიანი გლობალური მოძრაობის ნახელავია – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, თენგიზ შარმანაშვილმა დონალდ ტრამპზე თავდასხმის შესახებ განაცხადა.

„თქვენ კი არა, უკვე მეორე კლასელი ბავშვებიც არ დაიჯერებენ, რომ ფიცოზე და ტრამპზე თავდასხმა, ან თუნდაც ეს მუქარა სხვადასხვა ძალების მიერაა განხორციელებული. ეს ერთიანი გლობალური მოძრაობის ნახელავია, რომელსაც დესტაბილიზაცია უნდა რომ შეიტანოს მთელს მსოფლიოში.

ახლა ერთი ადამიანი მაინც თუ სერიოზულად იტყვის, რომ არასერიოზული იყო ის, რაც კობახიძემ განაცხადა, რომ ასეთი მუქარა იქიდან გაისმა, ის ან სულელია ან კარგად შენიღბული აგენტი, მესამე გზა არ არსებობს.“–განაცხადა უმრავლესობის დეპუტატმა, თენგიზ შარმანაშვილმა.

პენსილვანიაში, სადაც დონალდ ტრამპი მხარდამჭერებთან შეხვედრას მართავდა და მათ სიტყვით მიმართავდა, სროლა იყო. დაიღუპა მიტინგის ერთი მონაწილე.

დონალდ ტრამპის თქმით, ტყვიამ მას მარჯვენა ყურის ზედა ნაწილი გაუხვრიტა.

აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიურო (FBI) აცხადებს, რომ სროლა, რომელიც აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიტინგზე მოხდა, ყოფილი პრეზიდენტის მკვლელობის მცდელობა იყო.