იმედია საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც გლობალური ომის პარტიის არსებობა არ არსებობაზე კითხვებს სვამდა, დღეს მიხვდა, რომ მიმდინარეობს ომი, რომელიც წესებს არ ცნობს და ალბათ, დღეს ჯანსაღი პოლიტიკისაგან ყველაზე მეტადაა დაცლილი, - ასე ეხმიანება „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი დონალდ ტრამპზე თავდასხმას.
მეგრელიშვილის თქმით, ზემოთ ხსენებული მძიმე ფაქტი არის მკაფიო გზავნილი იმისა, რომ ყველას ვინც არ გაიზიარებს გლობალური ომის პარტიის პოლიტიკურ მიზნებს არა სიტყვით არამედ ტყვიით მოიშორებენ და ეს მიდგომა პოლიტიკას აგრესიულს, ხოლო პოლიტიკოსებს დაუცველს ხდის.
„13 ივლისის საღამოს, მაშინ, როცა დონალდ ტრამპი მხარდამჭერებს პენსილვანიაში წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ხვდებოდა მასზე თავდასხმა განხორციელდა.
თავდასხმა გლობალური ომის პარტიის სისხლიანი ხელწერით არის დადასტურებულად ტრამპის ლიკვიდაციის მიზანი!
ეს მძიმე ფაქტი არის მკაფიო გზავნილი იმისა, რომ ყველას ვინც არ გაიზიარებს გლობალური ომის პარტიის პოლიტიკურ მიზნებს არა სიტყვით არამედ ტყვიით მოიშორებენ.
ეს მიდგომა პოლიტიკას აგრესიულს და პოლიტიკოსებს დაუცველს ხდის. გლობალური პარტიის სისხლიანი ხელი შესაძლოა ასეთი აგრესიული ფორმით ჩვენი ქვეყნის ლიდერებსაც მოსწვდეს, გავიხსენოთ საქართველოს პრემიერ-მინისტრისადმი გავრცელებული მუქარა, ეს იყო და არის შურისძიების ღია მზაობა და „დასჯის“ მოლოდინი.
იმედია საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც გლობალური ომის პარტიის არსებობა არ არსებობაზე კითხვებს სვამდა, დღეს მიხვდა, რომ მიმდინარეობს ომი, რომელიც წესებს არ ცნობს და ალბათ დღეს ჯანსაღი პოლიტიკისაგან ყველაზე მეტადაა დაცლილი.
ვგმობ დონალდ ტრამპზე თავდასხმას, სოლიდარობას ვუცხადებ მას და ვუსურვებ სასურველი საარჩევნო შედეგის მიღებას. ამერიკელი ხალხი საკუთარი არჩევანის დაცულობას იმსახურებს“, - წერს მეგრელიშვილი.