გიორგი ვაშაძე - დემოკრატია საფრთხეშია მთელ მსოფლიოში, ისევე როგორც აქ, საქართველოში

გიორგი ვაშაძე - დემოკრატია საფრთხეშია მთელ მსოფლიოში, ისევე როგორც აქ, საქართველოში

დემოკრატია საფრთხეშია მთელ მსოფლიოში, ისევე როგორც აქ, საქართველოში, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე სოციალურ ქსელში წერს.

ვაშაძე დონალდ ტრამპზე თავდასხმას ეხმაურება.

„ჩვენ ვგმობთ თავდასხმას დონალდ ტრამპზე და ვუსურვებთ მალე გამოჯანმრთელებას. დემოკრატია საფრთხეშია მთელ მსოფლიოში, ისევე როგორც აქ, საქართველოში. მთავრობას სურს, ჩაგვიკეტოს კარი დემოკრატიისკენ და დაგვტოვოს სიღარიბეში.

სწორედ იმ მომენტში, როდესაც ჩვენ გვჭირდება გვერდში დგომა დემოკრატიებთან მთელს მსოფლიოში, ჩვენმა მთავრობამ გაანადგურა ურთიერთობა ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან, აშშ-თან. იმ დროს, როცა ჩვენ უნდა ვიყოთ აშშ-თან ერთად, ეს ხელისუფლება მათ შეურაცხყოფას აყენებს კონსპირაციებით.

საგანგაშოა დღევანდელი მთავრობის განცხადებები. შეძრწუნებულები ვართ მათი პასუხით, რომელიც ხაზს უსვამს მათ მცდელობებს, კიდევ უფრო გააფუჭონ და საბოლოოდ გაწყვიტონ ურთიერთობები ჩვენს მოკავშირეებთან“, – წერს გიორგი ვაშაძე.

amo გააჩერეთ და გააჩუეთ ეს სუბიექტი
4 თვის უკან