სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის, რობერტ ფიცოს განცხადებით, ტრამპისა და მისი მკვლელობის მცდელობის სცენარები ერთმანეთს „ზუსტი ასლივით“ ჰგავს.
„სცენარები ზუსტი ასლივით ჰგავს ერთმანეთს. ტრამპის პოლიტიკური ოპონენტები ცდილობენ მის გაჩუმებას და როცა ვერ ახერხებენ, ისე აღიზიანებენ საზოგადოებას, რომ ვიღაც ღარიბი ბიჭი იარაღს იღებს. ახლა კი დავინახავთ საუბრებს შერიგების აუცილებლობაზე, დამშვიდებასა და პატიებაზე“, – წერს რობერტ ფიცო.
შეგახსენებთ, რობერტ ფიცოზე თავდასხმა 15 მაისს განხორციელდა. თავდამსხმელი 71 წლის იურაი ცინტულაა, რომელიც პოლიციამ ადგილზევე დააკავა. დაკითხვაზე მან დაადასტურა, რომ ფიცოს თავს დაესხა და ამის მიზეზად განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები დაასახელა.
ამასთან, აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს ქალაქ ბატლერში მხარდამჭერებთან შეხვედრისას ესროლეს.