The Wall Street Journal-ის სარედაქციო სტატია: ტრამპის მკვლელობის მცდელობა შეიძლება გახდეს მომენტი, რომელიც უფრო მეტ სიძულვილსა და ძალადობის კიდევ უფრო უარეს ციკლს დააჩქარებს - თუ ასე მოხდება, ღმერთო დაგვიფარე

The Wall Street Journal-ის სარედაქციო სტატია: ტრამპის მკვლელობის მცდელობა შეიძლება გახდეს მომენტი, რომელიც უფრო მეტ სიძულვილსა და ძალადობის კიდევ უფრო უარეს ციკლს დააჩქარებს - თუ ასე მოხდება, ღმერთო დაგვიფარე

დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობა საშინელი მომენტია ამერიკისთვის, რომელიც ბევრად უფრო უარესი შეიძლებოდა ყოფილიყო, - წერს ამერიკული გაზეთი The Wall Street Journal-ი სარედაქციო სტატიაში.

„მაგრამ ვერ ვიტყვით, რომ ეს სრულიად მოულოდნელი იყო. პოლიტიკური მტრობა და სიძულვილის შემცველი რიტორიკა დეციბელების დონემდე გაიზარდა, რაც ძალიან ხშირად ქვეყნის წარსულში ძალადობასა და მკვლელობის მცდელობებს იწვევდა“, - ნათქვამია სტატიაში.

„სასწაულია, რომ ტრამპი სიკვდილს ფაქტობრივად ერთი სანტიმეტრით გადაურჩა. ყოფილ პრეზიდენტს არ შეუძლია არ იფიქროს, რომ მის გადარჩენაში განგებამ ითამაშა როლი“, - აღნიშნულია სარედაქციო სტატიაში.

The Wall Street Journal-ი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ აშკარა კითხვა ჩნდება, თუ როგორ შეძლო მსროლელმა იმ შენობის თავზე ასვლა, საიდანაც ტრამპის მიმართულებით ისროლა.

„მსროლელის ვინაობა, მოტივები და თანამზრახველების არსებობა უფრო მეტს გვეტყვის იმის შესახებ, თუ როგორ შეძლო მან ახლო მანძილიდან გასროლის განხორციელება“, - წერია სტატიაში.

„მხოლოდ მსროლელი არის პასუხისმგებელი თავის ქმედებებზე. მაგრამ ორივე [პოლიტიკური] მხარის ლიდერებმა უნდა შეწყვიტონ არჩევნების მნიშვნელობის აპოკალიფსური სიტყვებით აღწერა. დემოკრატია არ დასრულდება, თუ ერთი ან მეორე კანდიდატი გაიმარჯვებს. ფაშიზმი არ არის ჩაისახება, თუ ტრამპი გაიმარჯვებს. [...] დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობა შეიძლება გახდეს მომენტი, რომელიც უფრო მეტ სიძულვილსა და ძალადობის კიდევ უფრო უარეს ციკლს დააჩქარებს. თუ ასე მოხდება, ღმერთო დაგვიფარე“, - აღნიშნულია სტატიაში.

სარედაცქიო სტატიაში ასევე ნათქვამია, რომ ტრამპი უფრო მეტი ამერიკელის მხარდაჭერას მოიპოვებს, თუ თავის მიმდევრებს ეტყვის, რომ მათ უნდა იბრძოლონ მშვიდობიანად და სისტემის შიგნით.