ვოლოდიმირ ზელენსკი: შვება ვიგრძენი როდესაც გავიგე, რომ დონალდ ტრამპი უსაფრთხოდ არის, ასეთ ძალადობას გამართლება არ აქვს

ვოლოდიმირ ზელენსკი: შვება ვიგრძენი როდესაც გავიგე, რომ დონალდ ტრამპი უსაფრთხოდ არის, ასეთ ძალადობას გამართლება არ აქვს

შემაძრწუნა ცნობამ პენსილვანიაში, სიტყვით გამოსვლისას აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიმართ განხორციელებული სროლის შესახებ, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.

ზელენსკი ტრამპს სწრაფ გამოჯანმრთელებას უსურვებს.

„ასეთ ძალადობას გამართლება არ აქვს და მისი ადგილი მსოფლიოში არ არის. ძალადობა არ უნდა ჭარბობდეს. მე შვება ვიგრძენი, როდესაც გავიგე რომ დონალდ ტრამპი უსაფრთხოდ არის. მას სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ. სამძიმარს ვუცხადებ თავდასხმის მსხვერპლის ახლობლებს. გამძლეობას ვუსურვებ ყველას, ვინც შეძრწუნებულია ამ მოვლენით. მსურს, რომ აშშ უფრო გაძლიერდეს