ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატ დონალდ ტრამპზე თავდასხმას გამოეხმაურა.
„მე და სარა შოკირებული ვიყავით პრეზიდენტ ტრამპზე აშკარა თავდასხმით. ვლოცულობთ მისი უსაფრთხოებისა და მალე გამოჯანმრთელებისთვის“, - წერს ბენიამინ ნეთანიაჰუ სოციალურ ქსელში.