ეკა სეფაშვილი: კიდევ ვინმეს ეპარება ეჭვი, რომ გლობალური ომის პარტიას საქართველოს ომში ჩართვა და გლობალურ ჭადრაკში პაიკად გამოყენება სურს, რომელიც მეფის დაცვას უნდა შეეწიროს?

ეკა სეფაშვილი: კიდევ ვინმეს ეპარება ეჭვი, რომ გლობალური ომის პარტიას საქართველოს ომში ჩართვა და გლობალურ ჭადრაკში პაიკად გამოყენება სურს, რომელიც მეფის დაცვას უნდა შეეწიროს?

პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანი ეკა სეფაშვილი დონალდ ტრამპზე განხორციელებულ თავდასხასმას ეხმიანება. დეპუტატის თქმით, „გლობალური ომის პარტია“ მოწინააღმდეგის გასაჩუმებლად ყველა ხერხს მიმართავს და ეს თავდასხმაც ამის მაგალითია.

„გლობალური ომის პარტია ყოვლად გაუგონარ მეთოდებს მიმართავს მოწინააღმდეგეების გასაჩუმებლად! კიდევ ვინმეს ეპარება ეჭვი, რომ მათ საქართველოს ომში ჩართვა და გლობალურ ჭადრაკში პაიკად გამოყენება სურთ, რომელიც მეფის დაცვას უნდა შეეწიროს?

XXI საუკუნეში მიუღებელია ლიბერალური ფაშიზმი, რადიკალიზმი, პოლარიზაცია, სიძულვილი და პოლიტიკოსებზე სისხლიანი თავდასხმები ამერიკაშიც და ევროპაშიც! სოლიდარობას ვუცხადებ და ჯანმრთელობას ვუსურვებ დონალდ ტრამპს. იმედია, დემოკრატიული ძალები ამერიკაშიც და ევროპაშიც ძალებს მოიკრებენ და რეალურად ღირებული ფასეულობების დაცვას შეძლებენ“, - წერს ეკა სეფაშვილი სოციალურ ქსელში.