გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი დონალდ ტრამპზე თავდასხმას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატზე, დონალდ ტრამპზე თავდასხმა ამაზრზენია. ვუსურვებ მას სწრაფ გამოჯანმრთელებას. ჩემი ფიქრები თავდასხმის შედეგად ყველა დაზარალებულთანაა. ასეთი ძალადობრივი ქმედებები საფრთხეს უქმნის დემოკრატიას“, – წერს გერმანიის კანცლერი.
ცნობისთვის, ქალაქ ბატლერში მხარდამჭერებთან შეხვედრისას აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს ესროლეს. შედეგად ის დაიჭრა, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. სროლის დროს დაიღუპა მიტინგის ერთი მონაწილე. კიდევ ორი მძიმე მდგომარეობაშია. აშშ-ის ფედერალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით, პენსილვანიაში მომხდარი დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობა იყო. ამასთან, საგამოძიებო სამსახურში განაცხადეს, რომ ტრამპზე თავდახმაში მონაწილე პირი 20 წლის თომას მეთიუ კრუკსია. ოფიციალური პირების ინფორმაციით, ის განეიტრალებულია.