ჩემი ფიქრები პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან, მკვლელობის მცდელობის მსხვერპლთანაა. ვუგზავნი მას ჩემს სურვილებს სწრაფი გამოჯანმრთელებისთვის, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი წერს.
„ერთი ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე დაშავდა. ეს არის ტრაგედია ჩვენი დემოკრატიისთვის. საფრანგეთი იზიარებს ამერიკელი ხალხის შოკსა და აღშფოთებას”, – წერს საფრანგეთის პრეზიდენტი.
ცნობისთვის, ქალაქ ბატლერში მხარდამჭერებთან შეხვედრისას აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს ესროლეს. შედეგად ის დაიჭრა, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. სროლის დროს დაიღუპა მიტინგის ერთი მონაწილე. კიდევ ორი მძიმე მდგომარეობაშია. აშშ-ის ფედერალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით, პენსილვანიაში მომხდარი დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობა იყო. ამასთან, საგამოძიებო სამსახურში განაცხადეს, რომ ტრამპზე თავდახმაში მონაწილე პირი 20 წლის თომას მეთიუ კრუკსია.