გიორგი ვოლსკი ხაზარაძე-გახარიას გაერთიანებაზე: რეპრესიებს და ცეცხლის ალს გვპირდებიან, აი ეს აერთიანებს ამ ხალხს

გიორგი ვოლსკი ხაზარაძე-გახარიას გაერთიანებაზე: რეპრესიებს და ცეცხლის ალს გვპირდებიან, აი ეს აერთიანებს ამ ხალხს

საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი რა სახის დამოკიდებულება იყო ამ პოლიტიკურ სუბიექტებს შორის, რა სახის ლანძღვა-გინება, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ მამუკა ხაზარაძისა და გიორგი გახარიას შესაძლო გაერთიანებაზე საუბრისას განაცხადა.

სალომე ზურაბიშვილს გუშინ უწოდებდნენ ისეთ სიტყვებს, რომელთა განმეორება არ შეიძლება. დღეს ე.წ. ქართულ ქარტიაზე უწერენ ხელს იმასთან დაკავშირებით, რომ მოვიდნენ ხელისუფლებაში, გაერთიანდნენ მიუხედავად ამ დაპირისპირებებისა, რაც წარსულში ჰქონდათ. საქართველოსთვის არაფერი სიკეთე, არცერთს არ გაუკეთებია. დღესაც არ აკეთებენ ამ სიკეთეს და ხვალ კიდევ რეპრესიებს და ცეცხლის ალს გვპირდებიან, აი ეს აერთიანებს ამ ხალხს“, - აღნიშნა ვოლსკიმ.