ღრმად ვარ შოკირებული იმ ძალადობით, რომელმაც კინაღამ შეიწირა აშშ-ის საპრეზიდენტო კანდიდატი დონალდ ტრამპი, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი X-ზე წერს.
„ძალადობას არ უნდა ჰქონდეს ადგილი პოლიტიკაში და ვიმედოვნებ, რომ ეს საშინელი მოვლენა იქნება ყველა წესიერი ადამიანის გამოღვიძების წერტილი ექსტრემიზმისა და რადიკალიზმის წინააღმდეგ. პრეზიდენტ ტრამპს ვუსურვებ სწრაფ და სრულ გამოჯანმრთელებას. ჩემი თანაგრძნობა მასთან და მის ოჯახთანაა.
ჩვენ ვდგავართ ამერიკელი ხალხის გვერდით!, - წერს პაპუაშვილი.