FBI: ტრამპის მხარდამჭერ მიტინგზე სროლა ყოფილი პრეზიდენტის მკვლელობის მცდელობა იყო

FBI: ტრამპის მხარდამჭერ მიტინგზე სროლა ყოფილი პრეზიდენტის მკვლელობის მცდელობა იყო

აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიურო (FBI) აცხადებს, რომ სროლა, რომელიც აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიტინგზე მოხდა, ყოფილი პრეზიდენტის მკვლელობის მცდელობა იყო. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა The Washington Post-ი ავრცელებს.

„და როგორც კი ჩვენ ასი პროცენტით დავრწმუნდებით ვინ არის ეს პიროვნება [მსროლელი], ამას მედიას გავუზიარებთ. ამასთან, ჩვენ ამჟამად არ გვაქვს იდენტიფიცირებული მოტივი, ჩვენი გამომძიებლები დაუღალავად მუშაობენ, რათა დაადგინონ რა არის ეს მოტივი“, - განაცხადეს აშშ-ის გამოძიების ფედერალურ ბიუროში.

პენსილვანიაში, სადაც დონალდ ტრამპი მხარდამჭერებთან შეხვედრას მართავდა და მათ სიტყვით მიმართავდა, სროლა იყო.

დონალდ ტრამპის თქმით, ტყვიამ მას მარჯვენა ყურის ზედა ნაწილი გაუხვრიტა.