პენსილვანიის შტატის ქალაქ ბატლერში დონალდ ტრამპის მხარდამჭერ მიტინგზე სროლის ფაქტს, როგორც ყოფილი პრეზიდენტის მკვლელობის მცდელობას იძიებენ. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული სააგენტო The Associated Press-ი სამართალდამცველებზე დაყრდნობით ავრცელებს.
პენსილვანიაში, სადაც დონალდ ტრამპი მხარდამჭერებთან შეხვედრას მართავდა და მათ სიტყვით მიმართავდა, სროლა იყო.
დონალდ ტრამპის თქმით, ტყვიამ მას მარჯვენა ყურის ზედა ნაწილი გაუხვრიტა.